
საკვების საღებავი – ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დიასახლისების გარვეული ნაწილი სააღდგომო კვერცხს ხახვის ფოთლებით ღებავს. ეს ძალიან ეფექტურ და ლამაზ ფერს სძენს კვერცხს.
იდეალურია თმისთვის – ხახვის ფურცლების ნახარში თმას ამაგრებს, ამ ხერხს უკვე ბევრმა ქალმა მიმართა. ეფექტური და საიმედოა.
ბრონქიტის დროს – ხახვის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და ნაყენი 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. დაასველეთ მასში საფენი და ეს კომპრესი დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით გულმკერდზე დაიფინეთ.
კანის დაავადებების დროს – დაქუცმაცებული ფურცლები ვაზელინს 2:3 პროპორციით შეურიეთ და მიღებული მალამო დღეში 2-ჯერ დაზიანებულ ადგილას წაისვით. მალამო მაცივარში შეინახეთ.
ფეხის მასაჟისთვის – თუ დაქუცმაცებულ ფურცლებს 2 ს/კ ზეითუნის ზეთს შეურევთ და ასე 10 განმავლობაში გააჩერებთ მიიღებთ ნაზავს, რომელიც ფეხის მასაჟის დროს უნდა გამოიყენოთ.
გრიპის დროს – 4 ს/კ დაქუცმაცებული ფურცლები ჩაყარეთ 3-5 წუთით ადუღებულ წყალში და მიღებული ნაზავი შეისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად, ეს დაგეხმარებათ, რომ გრიპის დროს ნორმალურად ისუნთქოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий