вторник, 8 декабря 2015 г.

ტრადიციული გოზინაყი

ტრადიციული გოზინაყი
გოზინაყი – ის ნუგბარია, რომელიც საახალწლოდ აბსოლუტურად ყველა ოჯახში კეთდება. ალბათ ყველა დიასახლისს თავისი, საკუთარი წესები აქვს მისი გაკეთებისას. ინგრედიენტები: ნიგოზი  4 ჭიქა, თაფლი  1.5 ჭიქა.
თეთრი, საღი ნიგოზი მოვხალოთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ სქელძირიანი ტაფით ან ქვაბით ნელ ცეცხლზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. ასე წამოვადუღოთ 3-4-ჯერ.შემდეგ ვუმატებთ  დათლილ ნიგოზს, კარგად მოვურევთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიგოზი ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ  გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ ცივი წყლით დავასველებთ. შემდეგ ნიგვზის მასას სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.

შეგვიძლია მოუხალავი ნიგვზითაც გავაკეთოთ. მთავარია თაფლი იყოს სქელი, ახალი ტაფლი თხელია და მეტი დუღილი სჭირდება. 
 
 
7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ გოზინაყის კეთებისას
7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ გოზინაყის კეთებისას

არსებობს რამდენიმე დაუწერელი კანონი, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და არ დაუშვას შეცდომა.

1. თაფლი აჯობებს შეარჩიოთ აკაციის (მაისის) იყოს და არა მაგალითად, წაბლის. ის თავისებურ გემოს მისცემს გოზინაყს და ნიგვზის არომატსაც დაუკარგავს.

2. თუ გინდათ, რომ ნიგოზმა არ დაკარგოს არომატი, გაფცქვნის მიზნით არ დაასხათ მდუღარე წყალი (ბევრი ამ მეთოდს მიმართავს, რათა ნიგოზს კანი ადვილად მოაცილოს)
GEMRIELIA
3. თუკი გოზინაყის კეთებისას ნიგვზის მოხალვას აპირებთ, აჯობებს, მთლიანი ლებნები მოხალოთ და მერე დაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭრილი ნიგოზი შეიძლება ადვილად დაგეწვათ.

4. ნუ უგულებელყოფთ შაქრის დამატებას გოზინაყის გაკეთებისას. შულ რამდენიმე კოვზი შაქარიც კი გოზინახს შეკრავს და თაფლი და ნიგოზი ცალ-ცალკე აღარ წავა.

5. თაფლისა და ნიგვზის უკვე მზა მასა არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ პლასტიკატის დაფაზე. ამისთვის მხოლოდ ხის ფიცარი გამოიყენეთ.
GEMRIELIA
6. ნუ დაელოდებით გოზინაყის გაგრილებას, ფიცარზე გადატანილი მასა მაშინვე გააბრტყელეთ და დაჭერით.

7. დაბოლოს, ფიცარი, გასაბრტყელებელი, დანა, რომლითაც გოზაინაყს დაჭრით და ლანგარი, რომელზეც საბოლოოდ უნდა დაალაგოთ დაჭრილი გოზინაყი – ყველა ეს ატრიბუტი უნდა იყოს სველი.

Комментариев нет:

Отправить комментарий